საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი პარ საუნივერსიტეტო კოლეჯს სამუშაო ვიზიტით ეწვია
"ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თათია დოლიძე, ხორვატიაში, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, პარ საუნივერსიტეტო კოლეჯს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტი განხორციელდა ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგ მობილობის საკითხებზე ურთიერთშეთანხმების მიზნით.
პარ საუნივერსიტეტო კოლეჯში თათია დოლიძე გაეცნო საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას, ინტერნაციონალიზაციის აქტივობებს და საერთაშორისო კვირეულის ორგანიზების პრაქტიკას.
დამყარდა ახალი პარტნიორული ურთიერთობები პარ საუნივერსიტეტო კოლეჯის წარმომადგენლებსა და საზღვარგარეთიდან სამუშაო ვიზიტით მყოფ სხვა უცხოელ კოლეგებთან.
აღსანიშნავია, რომ პარ საუნივერსიტეტო კოლეჯი "ევროპის უნივერსიტეტის" პირველი პარტნიორია ხორვატიაში.
საერთო ჯამში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, "ევროპის უნივერსიტეტი", ამ დროისთვის, 27 ქვეყნის 66 უნივერსიტეტთან პარტნიორობს. ათეულობით დამატებით უცხოურ უნივერსიტეტთან კი სხვადასხვა პროექტებისა და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობს.