საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა.

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა თქვენივე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში. ეს არის ერთგვარი ვაკანტური პოზიცია, სადაც თქვენ შეძლებთ პირადად განვითარდეთ და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

კომიტეტში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 28 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: (შესაბამისი პროგრამის) საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“.

დამატებითი ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების და კონკურსის დეტალების შესახებ იხილეთ დანართ #1-ში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!