დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებო პროგრამის კომიტეტში სტუდენტების მიღება გამოცხადდა. აღნიშნული პოზიცია განკუთვნილია მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა თქვენივე უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში. ეს არის ერთგვარი ვაკანტური პოზიცია, სადაც თქვენ შეძლებთ პირადად განვითარდეთ და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

კომიტეტში გაწევრიანების მსურველმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 28 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge

კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: „(შესაბამისი პროგრამის) საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“.

დეტალური ინფორმაცია ფუნქცია-მოვალეობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების და კონკურსის დეტალების შესახებ იხილეთ დანართ #1-ში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!