საერთაშორისო ტრენერმა „ევროპის უნივერსიტეტში“ მეწარმეობის შესახებ ლექცია გამართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ „GIA News (Georgia In Arabic News)”-ის ორგანიზებით საერთაშორისო ტრენერის, აშრაფ ზაქარიას ლექცია თემაზე: „სტარტაპების შექმნა - მეწარმეობის საბაზისო უნარები“ გაიმართა.

ლექციას ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ უცხოელი სტუდენტები და მეწარმეები სხვადასხვა სფეროდან. შეხვედრის დასაწყისში დამსწრეებს სიტყვით Habishi Group HHG-ის დამფუძნებელმა, მეწარმემ, ჰანი ჰაბიშმა, Al-Mamil Office-ის სტუდენტური სერვისების წარმომადგენელმა და „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ მიმართეს.

ლექციის დასასრულს ჰანი ჰაბიშმა მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ნათია ჯოჯუას და აშრაფ ზაქარიას საპატიო ჯილდო გადასცა.

საპატიო ჯილდო ასევე გადაეცათ ეგვიპტური საზოგადოების წარმომადგენლებს, აბუდ ბასილს და სამი ფარაჯს საჯარო ლექციაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.

გააზიარე გვერდი:

Hello World!