"ევროპის უნივერსიტეტსა" და PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტს (ბელგია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საგულისხმოა, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+  კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.

PXL გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა დინამიური და აქტიური ორგანიზაცია, რომელიც იმავდროულად, ინოვაციების, კრეატიულობისა და მეწარმეობის ცენტრსაც წარმოადგენს. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!