გამოცხადდა სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობა მალაგას უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი

სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები:  ტურიზმისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე

სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია. 

კვოტა: 1

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (სამშაბათი, 13 დეკემბერი, 15:00 სთ)

შენიშვნა: 

თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას, რომელიც უნდა შეესატყვისებოდეს CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს.

კომისიის თავმჯდომარე: ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩახვაძე, ინგლისური ენის სპეციალისტი

კომისიის წევრები: ასოცირებული პროფესორები მარიამ კილანავა და ფიქრია თორია, ინგლისური ენის სპეცილისტები

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 15:00 სთ)

შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

კომისიის თავმჯდომარე: თათია დოლიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი

კომისიის წევრები: მარიამ მანია და თამუნა მანველიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტები.

პარასკევს, 16 ნოემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულს მქონე გამარჯვებულ სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, 9 სეკემბრის შუადღის 16:00 საათამდე.

international.office@eu.edu.ge

საერთაშორისო მობილობისთვის კონკურსის გზით სტუდენტთა შერჩევის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს".

გააზიარე გვერდი:

Hello World!