"ევროპის უნივერსიტეტში" დავით ბუჯიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ჟან მონეს მოდულის - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი", ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა.

17 იანვარს  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ბუჯიაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სექტორული ჰარმონიზაცია“, რომელსაც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები და პარტნიორი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დაესწრნენ.

სტუდენტებსა და მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჟან მონეს მოდულის რიგით მესამე და ბოლო ზამთრის სკოლის შესახებ, რომელზე რეგისტრაციაც ამჟამად მიმდინარეობს.

ლექციის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. 

ჟან მონეს მოდული - "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი" საქართველოს სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და დისკუსიის წახალისებას ისახავს მიზნად.

გააზიარე გვერდი: