უკრაინელი პროფესორები "ევროპის უნივერსიტეტში" ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ

2022 წლის, 21, 22 და 24 ნოემბერს ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფესორები "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ.

უკრაინელმა პროფესორებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა:  ანტიმიკრობული ფოტოდინამიკური თერაპია, როგორც გენერალიზებული პერიოდონტიტის არაინვაზიური მკურნალობის არჩევანი პოსტ-კოვიდურ პერიოდში: კლინიკური კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიები ყბა-სახის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, ბიოინჟინერიული მიდგომა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით (GBT) მკურნალობა პაციენტებში, იმპლანტებზე დამაგრებული პროთეზებითაღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში ოქტომბერსა და ნოემბერში "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმა უკრაინელი სტუდენტებისთვის 7 ონლაინ ლექცია წაიკითხეს.

ლექციების სერიას მედიცინის ფაკულტეტის 140-მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დაესწრო. მონაწილეებმა წარმატებით გაიზიარეს ამ სფეროში არსებული პრაქტიკა და ცოდნა.

ლექციათა სერიის დასრულების შემდეგ ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო მონაწილეებს დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი: