სტუდენტებისთვის საერთაშორისო მობილობის პროგრამის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია
რუმინეთისა და თურქეთის მიმართულებით საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, "ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ორი გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა.
"ევროპის უნივერსიტეტის“ ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტი მოაიად ისმაილი "გრიგორ თ. პოპას“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტში, რუმინეთში, გაემგზავრება, ხოლო, ინგლისურენოვანი სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტი, მოჰამად ჰასან აჰმედ ალ-ქუდაჰი თურქეთში, კერძოდ, სტამბულის აიდინ უნივერსიტეტში გაატარებს 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს.
აღნიშნული სტუდენტები საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობას "ევროპის უნივერსიტეტსა" და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღებენ