"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-13 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით  მე-13 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს. სტუდენტებმა კვლევები "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომელიც მედიცინის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა. 

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ მოკლე დისკუსია გაიმართა და სტუდენტები დამსწრეთა შეკითხვებს პასუხობდნენ.
 
კონფერენციის ბოლოს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ.
 
I ადგილი -  საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხ
 
"Laparoscopic mesh repair of large hiatal hernia with prolapsed fundus of stomach into the mediastinum- A case report and review“
 ხელმძღვანელი: დავით ელგანდაშვილი

II ადგილი - ლიტეშ ნანდკიშორ დაიამა, დიიპალი ბჰოსალე უმეშ

"A case report on uterine myoma that lead to hysterectomy“
ხელმძღვანელი: ლარისა მელია
II ადგილი -  რიშუ, ჰორილ სინგჰ

"A case of HIV complicated with cerebral toxoplasmosis: - an old disease with current concepts“
ხელმძღვანელები: მაია ჟამუტაშვილი, ნინო მარხვაშვილი, ნინო ბადრიძე

III ადგილი - მრიგაკშიკა შარმა, სონუ  ვატსა
"A case study: Management of Dilated Cardiomyopathy in pregnancy of advanced maternal age along with preexisting comorbidities and its outcomes“
ხელმძღვანელი: ლარისა მელია

III ადგილი - შრუტჰი ლოგანატჰან
"Ionophoretic antibiotic Valinomycin and its analogues - as a new perspective for the treatment of different diseases“
ხელმძღვანელი: ოლია რჩეულიშვილი
 
კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. I, II და III ადგილზე გასულმა სტუდენტებმა სერტიფიკატებთან ერთად, სიმბოლური პრიზები მიიღეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!