"ევროპის უნივერსიტეტში" ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა" ჩატარდა

8 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტში" ინტელექტუალური თამაში "ტვინების ბრძოლა" გაიმართა. თამაშში მონაწილეობა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.

გამარჯვება გუნდმა "Invicta"-მ მოიპოვა, რომლის წევრებიც იყვნენ: ბექა გელდიაშვილი, მარიამ თოდუა, ლადა მარიახინა, შოთა ქებულაძე და გუნდის კაპიტანი, ნიკოლოზ ბუთლიაშვილი.

თამაშის საუკეთესო მოთამაშე ლადა მარიახინა გახდა და მას საჩუქრად ზაირა არსენიშვილის წიგნი “ვა სოფელო” გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი ბიბლუსის ვაუჩერით და სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდა.

მეორე ადგილზე "ალფა" გავიდა, რომელსაც National Geographic-ის ჟურნალები გადაეცა.

შიდასაუნივერსიტეტო შეჯიბრის გამარჯვებული "ევროპის უნივერსიტეტის" სახელით "ტვინების ბრძოლის", როგორც სტუდენტურ ასევე, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!