კომპანია ლოიალტეს წარმომადგენლებმა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ კამპუსში სამართლის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსებისა და საბანკო საქმის პროგრამის სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პარტნიორი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტე“-ს დირექტორი, გრიგოლ ფაიქიძე და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი, ანი ნოზაძე.

„ევროპის უნივერსიტეტის“ პარტნიორებმა სტუდენტებს კომპანიაში არსებული სტაჟირების, სწავლებისა და დასაქმების პერსპექტივების, აგრეთვე პროფესიული გამოწვევების და თანამედროვე ტრენდების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრას "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი, ნინო ტალიაშვილი, სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, იოსებ კელენჯერიძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,  თათია დოლიძე  და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ბაქრაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებმა ადგილზე შეავსეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციები და დააფიქსირეს, თუ რა მიმართულებით სურთ დასაქმება. შეხვედრის ბოლოს კი სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდნენ, რომელიც კომპანია „ლოიალტეში“ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სტაჟირებას და დასაქმებას გულისხმობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!