ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია გამოცხადდა

8, 10 და 16 ნოემბერს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მომსახურების ცენტრმა სტუდენტებს გააცნო სტუდენტური კლუბის იდეა და რეგისტრაციის პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული სტუდენტური კლუბების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების წახალისებისათვის, მათი პიროვნული, პროფესიული, ინერპერსონალური და სოციალური უნარ-ჩევების გაუმჯობესებისთვის.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!