გამოცხადდა საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობა მედიცინის მიმართულებით
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო აკადემიური / ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლიეტუვა), ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტსა (თურქეთი) და მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი).
მასპინძელი უნივერსიტეტი / სამიზნე აუდიტორია / ადგილების რაოდენობა:
უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი) - 1 კვოტა
ტოკატ გაზიოსმანფაშა უნივერსიტეტი, თურქეთი (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი) - 2 კვოტა
მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალი) - 2 (1-1) კვოტა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 დღე)
სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად:
აკადემიური მობილობისთვის:
1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/2VDHB7L
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 23:59 საათი.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე C1 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)
3. ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)
ადმინისტრაციული მობილობისთვის:
1. ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება.
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://www.surveymonkey.com/r/Q9ZL5XZ
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 23:59 საათი.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)
3. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)
ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 5 გამარჯვებულ აკადემიურ / ადმინისტრაციულ პერსონალს.
საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ / აკადემიურ თანამშრომლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!