გამოცხადდა საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობა პოლონეთის უნივერსიტეტში

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში (პოლონეთი).

მასპინძელი უნივერსიტეტივროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტიპოლონეთი

სამიზნე აუდიტორია:  ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი;

მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი (7 დღე)

სასტიპენდიო შეთავაზება: სრულად დაფინანსებული (მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური ნორმა - 140 ევრო)

კვოტა: 3 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად:

1.  ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება

განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულსhttps://www.surveymonkey.com/r/2BZL98H

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 23:59 საათი

2. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)

3.  ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 3 გამარჯვებულ ადმინისტრაციულ პერსონალს

საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ თანამშრომლებს შეუძლიათ, მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზეinternational.office@eu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე გვერდი: