გამოცხადდა საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობა ხორვატიისა და ლატვიის უნივერსიტეტებში

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესარჩევ კონკურსს სრულად დაფინანსებული საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიისა და ლატვიის უნივერსიტეტებში.

მასპინძელი უნივერსიტეტი

პარ საუნივერსიტეტო კოლეჯი (ხორვატია
დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია)

სამიზნე სტრუქტურული ერთეული: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

მობილობის პერიოდი: 2022/2023 აკადემიური წელი

სასტიპენდიო შეთავაზებასრულად დაფინანსებული

კვოტა: 2 (1-1)

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და "ევროპის უნივერსიტეტის" "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად:

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ორშაბათი, 5 დეკემბერი, 12:00 სთ)

2.  ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაცია (ოთხშაბათი, 7 დეკემბერი, 15:00 სთ)

ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 გამარჯვებულ ადმინისტრაციულ პერსონალს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებადთანამშრომლებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმაhttps://www.surveymonkey.com/r/28KDMNL

საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს".

განცხადებების მიღება შეწყდება 3 დეკემბერს, 23:59 საათზე

გააზიარე გვერდი: