"ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის პერსონალისთვის ესპანელი პროფესორის ტრენინგების სერია დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგიების გასაცნობად ტრენინგების სერია დაიწყო.

ტრენინგებს ესპანეთიდან მოწვეული პროფესორი ვიქტორ მანუელ არსე ვასკესი გაუძღვება, რომელიც არის სრული პროფესორი სამედიცინო ფიზიოლოგიის მიმართულებით სანტიაგო დე კომპოსტელას მედიცინის უნივერსიტეტის ფიზილოგიის დეპარტამენტში.
პირველი ტრენინგის თემაა - "Novel methodologies for teaching and assessment of undergraduate medical students“. 

ტრენინგის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: შებრუნებული სწავლება, პრობლემაზე და კითხვებზე დაფუძნებული სწავლება, კლინიკურ გარემოში სწავლება, თანამედროვე შეფასების მეთოდები და შედეგების შენდგომი ანალიზი.
სწავლებისა და შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე ტრენინგი ჩატარდება ორ ნაწილად, 28 და 29 ნოემბერს. 

30 ნოემბერს და 1 დეკემბერს კი მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის პროფესორი ვიქტორ მანუელ არსე ვასკესი ჩაატარებს ტრენინგს თემაზე - "Applications of portfolios for teaching and assessment of undergraduate medical students“.

თითეული ტრენინგის ხანგრძლივობა 4-5 საათს შეადგენს.

ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

გააზიარე გვერდი: