"ევროპის უნივერსიტეტსა" და "პანონიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "პანონიის უნივერსიტეტს" (უნგრეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტი" და "პანონიის უნივერსიტეტი" ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის - "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" (STM) - ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ.  მემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.

"პანონიის უნივერსიტეტი" არაერთ ინოვაციურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ფლობს და რეგიონის წამყვან მულტიდისციპლინარულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!