"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმა რუმინეთისა და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციათა სერია გამართეს
2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორები "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის და ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ.
ონლაინ ლექციების ფარგლებში ქართველმა პროფესორებმა ჯამში შვიდი ლექცია ჩაატარეს, ისეთ თემებზე, როგორიცაა: ''ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში'', “სისხლმბადი სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მენეჯმენტი ბავშვთა სტომატოლოგიაში”, "ზედაპირული კარიესული დაზიანებების მენეჯმენტი - არაინვაზიური მიდგომა თერაპიული სილანტების გამოყენებით", "პაროდონტიტი - სტადიები და კლასიფიცირება'', „კბილის ექსტრაქცია”, "ქირურგიული სტომატოლოგია და ყბა-სახის ქირურგია" და "ესთეტიკური სტომატოლოგია - სტომატოლოგიის ხელოვნება".
აღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში დამატებით შვიდი ონლაინ ლექციის გამართვა იგეგმება, რომელსაც ივანო-ფრანკოვსკის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტისა და "გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები გაუძღვებიან.
ლექციათა სერიას ჯამში 370 სტუდენტი დაესწრო. დამსწრეთა შორის, რუმინელ და უკრაინელ სტუდენტებთან ერთად, ევროპის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ.