"ევროპის უნივერსიტეტსა" და "იიჰლავას პოლიტექნიკურ კოლეჯს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "იიჰლავას პოლიტექნიკურ კოლეჯს" (ჩეხეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს, რომ "ევროპის უნივერსიტეტი" და "იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი" ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის - "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" (STM) - ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ.  მემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.

"იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი" ჩეხეთის რესპუბლიკის 40 საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას შორისაა. ჩეხეთში ის ერთადერთი კოლეჯია საკუთარი ტურისტული სააგენტოთი.

 

 

გააზიარე გვერდი: