II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“

ევროპის უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 15 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და, ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონფერენციის თემები:

  • სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდები
  • მოსწავლის/მასწავლებლის შეფასების ინოვაციური მეთოდები
  • ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში
  • ელექტრონული სწავლება და ელექტრონული/ვირტუალური ტრენინგი
  • ცოდნის შეძენა, ვიზუალიზაცია, მართვა

კონფერენციის ფორმატი:

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით). კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია.

მომხსენებლის რეგისტრაცია:

კონფერენციაზე მომხსენებლად დასარეგისტრირებლად და აბსტრაქტის გასაზიარებლად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/ICETI2022

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს კვლევის მიზანს, მეთოდებს, შედეგებსა და დასკვნას.

კონფერენციის ოფიციალური ენებია ინგლისური და ქართული. წარმოდგენილი  აბსტრაქტი და პრეზენტაცია უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ან ქართულ ენაზე.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 ნოემბერი.

აბსტრაქტების ბრმა რეცენზირება:

აბსტრაქტები გადიან ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირებას (ავტორისთვის და რეცენზენტებისთვის ერთმანეთის ვინაობა უცნობია). თითოეული აბსტრაქტი ფასდება ორი რეცენზენტის მიერ. ორმაგი ბრმა მეთოდით რეცენზირების შედეგები ზიარდება აბსტრაქტის ავტორებთან რეგისტრაციისას მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

ბრმა რეცენზირების შედეგის გაზიარება: 2022 წლის 30 ნოემბერი.

მსმენელის რეგისტრაცია:

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მსმენელად დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/ICETI2022

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციის ორგანიზატორებისგან კონფერენციაზე დასასწრები ბმულით.

კონფერენციაზე დასწრება უფასოა. გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: http://iceti.eu.edu.ge/ 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში:

iceti@eu.edu.ge

+995 322 000 171 (125)

გააზიარე გვერდი:

Hello World!