გამოცხადდა საერთაშორისო სტუდენტური მობილობა რუმინეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტებში
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო სტუდენტური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართულებით.
მასპინძელი უნივერსიტეტები:
-
სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
-
გრიგორი პოპას მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები:
-
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი);
-
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანამანთლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე
სასტიპენდიო შეთავაზება: სწავლების გადასახადის დაფინანსება
კვოტა: 4 (2 სტუდენტი თითოეული პროგრამიდან)
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.
შესარჩევი კონკურსის ეტაპები:
1. გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 15:00 სთ.)
წერითი გამოცდა ჩატარდება Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით.
შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას, რომელიც უნდა შეესატყვისებოდეს CEFR-ის სტანდარტით მინიმუმ B2 დონეს.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 15:00 სთ.)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
შეფასების ელემენტები:
-
მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
-
მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
-
მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
სამშაბათს, 1 ნოემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულისმქონე 2 გამარჯვებულ სტუდენტს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამიდან და 2 სტუდენტს სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანამანათლებლო პროგრამიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3DdXDnh
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, შუადღის 16:00 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge