„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსადაბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტს“ (აზერბაიჯანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომევროპის უნივერსიტეტიდაბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტიერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის - „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის“ (STM) - ფარგლებში უკვე თანამშრომლობენმემორანდუმზე ხელმოწერით კი, მხარეები პროექტს მიღმა პარტნიორობის გაფართოებაზე გამოთქვამენ მზადყოფნას.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტიფლობს არაერთ ლაბორატორიას, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკა-დანადგარით და ტექნოპარკს, სადაც სტუდენტებს საკუთარი სტარტაპების წამოწყება შეუძლიათ. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!