"ევროპის უნივერსიტეტსა“ და "ალანიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ალანიის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

დოკუმენტზე ხელმოწერით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განვითარებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტი" და "ალანიის უნივერსიტეტი"  ერაზმუს მუნდუსის საერთაშორისო პროექტის - "ნელი ტურიზმის მენეჯმენტის" (STM) - ფარგლებში უკვე თანამშრომლობენ, აღნიშნული მემორანდუმი კი პროექტს მიღმა პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას ისახავს მიზნად.

"ალანიის უნივერსიტეტი" "ევროპის უნივერსიტეტისთვის" თურქეთში რიგით მესამე პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!