ევროპის უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა

გთავაზობთ ევროპის უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის ინსტრუქციას.

ევროპის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ სტუდენტებს, აკადემიურ, მოწვეულ, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ პერსონალს. სამკითხველო დარბაზი განთავსებულია უნივერსიტეტის ორივე, ადმინისტრაციულ და სასწავლო, კორპუსში. ჩვენს მკითხველებს ასევე წვდომა აქვთ მსოფლიოში წამყვან სამეცნიერო და კვლევით ბაზებზე.

სამეცნიერო ბაზებიდან ევროპის უნივერსიტეტში შეგიძლიათ ისარგებლოთ:

  • EBSCO-ს პაკეტის მონაცემთა ბაზებით, რომელიც საინფორმაციო სერვისების წამყვანი მიმწოდებელია მსოფლიოში არსებული ყველა ბიბლიოთეკისათვის. EBSCO შეიცავს ასობით კვლევით ბაზას, ისტორიულ არქივს, სამეცნიერო რეფერენსებს და ა.შ.
  • „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლითეკებისათვის - eIFL”-ის ელექტრონული რესურსებით, რომელშიც თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული პერიოდული გამოცემები.
  • გლობალური ლიდერის, Elsevier-ის ონლაინ გამოცემებით, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინსტიტუციონალური დაფინანსების პლატფორმა, სამეცნიერო - სამედიცინო კვლევების მონაცემთა ბაზა და წყაროები სერიული წიგნებიდან, ჟურნალებიდან და სავაჭრო ჟურნალებიდან.

სასურველი ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია ევროპის უნივერსიტეტის ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში: openbiblio

წიგნის ელექტრონულ პლატფორმაზე ძიების და სამეცნიერო ბაზების გამოყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

სწრაფი ბმულები:

გააზიარე გვერდი:

Hello World!