WELCOME კვირეულის მეოთხე დღეს პირველკურსელები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთვნენ

ევროპის უნივერსიტეტის WELCOME კვირეულის მეოთხე დღე რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მრავალფეროვან აქტივობებს დაეთმო.

პირველ ნაწილში პირველკურსელებისთვის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი ჩატარდა და შეჯიბრის ბოლოს ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მეორე ნაწილი EU Talks-ს დაეთმო სტერეოტიპების თემაზე, რომელსაც ნევროლოგი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ბაკურ კოტეტიშვილი უძღვებოდა.

დღის ბოლოს ინტელექტუალური თამაში "რა? Სად? Როდის?" Გაიმართა, რომელსაც ,,ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი, ნინო ტალიაშვილი დაესწრო.

Შეჯიბრებებში გამარჯვებულებს საჩუქრად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები და ჟურნალის National Geographic Georgia-ს ნომრები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!