ევროპის უნივერსიტეტში WELCOME კვირეული გრძელდება

ევროპის უნივერსიტეტში "WELCOME კვირეული" ხატვის მასტერკლასით და საღამოს კინოჩვენებით გაგრძელდა.

კვირეულის მესამე დღე, რომელიც სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში ადაპტაციას ემსახურება, ხატვის მასტერკლასს დაეთმო. პირველკურსელებმა შეისწავლეს აკვარელით ხატვა და თავად შეასრულეს ნამუშევრები. მასტერკლასს მარიამ ბარათაშვილი და დანიელ ნოზაძე უძღვებოდნენ.

დღის ბოლოს რიჩარდ ლაგრავენესის ფილმის „თავისუფლების მწერლები“ კინოჩვენება გაიმართა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!