ევროპის უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს (ტარტუ, ესტონეთი)  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის ხელმოწერით მხარეებმა სავეტერინარო მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გამოთქვეს მზადყოფნა. უფრო კონკრეტულად, მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი საერთაშორისო კონსორციუმის წევრი გახლავთ ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტში - "ვეტპრო", რომლის განსახორციელებლადაც "ევროპის უნივერსიტეტს" ევროკომისიის გრანტი დაუმტკიცდა. 

ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სფეროში, QS World University Rankings-ის 2022 წლის რანჟირების მიხედვით, მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესო ასეულში მოხვდა და ამჟამად 65-ე ადგილს იკავებს.

გააზიარე გვერდი: