"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასერტიფიკატო კურსები გაიარეს
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ონლაინ სასერტიფიკატო კურსები გაიარეს.
ათეულობით სერტიფიკატით, სტუდენტები შემდეგი სასწავლო კურსების წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ: ანაფილაქსიის ამოცნობა და მართვა; გრიპის პრევენცია და კონტროლი; მაიმუნის ყვავილი; ვაქცინის უსაფრთხოების საფუძვლები; ტროპიკული დერმატოლოგია: სინდრომზე დაფუძნებული მიდგომა; შესავალი ინფექციის პრევენციასა და კონტროლში (IPC); COVID-19 რესპირატორული აღჭურვილობა.
შეთავაზება მიმდინარეა და ჯანმოს ონლაინ სასწავლო კურსები მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლავაც ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საგანამანათლებლო საერთაშორისო კურსის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს რეგულარულად მიეწოდებათ და მათი ექსტრაკურიკულარული აქტივობებით დაინტერესება სტაბილურად მზარდია.