ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სტამბულის აიდინ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას დაესწრნენ
ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სტამბულის აიდინ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას დაესწრნენ
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორი სტუდენტი პრადჰუმან შარმა და ადითია შარმა 23 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით "ევროპის უნივერსიტეტის" პარტნიორ სტამბულის აიდინ უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლას „Delightful Istanbul 2022 Summer School“ დაესწრო.
აღნიშნული საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად ტარდება და სტუდენტებს საგანმანათლებლო კურსებს, ლაბორატორიულ საათებს, სემინარებს, და სხვა მრავალ კულტურულ შესაძლებლობას სთავაზობს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში პრადჰუმან შარმამ "ნეირომეცნიერების“ , ხოლო ადითია შარმამ „გენეტიკა და სამედიცინო ბიოტექნოლოგის“ კურსები გაიარეს. "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებმა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის განმსაზღვრელ ფინალურ გამოცდაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
სტუდენტები ამ შესაძლებლობას მათთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აფასებენ, როგორც ცოდნის გაღრმავების, ისე მაღალკვალიფიციურ პროფესორებთან და სხვა სტუდენტებთან გაცნობა-დაახლოების თვალსაზრისით.
სტამბულის აიდინ უნივერსიტეტი სწრაფად მზარდი კერძო უნივერსიტეტია. საყურადღებოა, რომ სტამბულის აიდინ უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს ტექნო ცენტრს ფლობს, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მეცნიერულ კვლევებზე უმაღლესი ტექნოლოგიებით მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.
"ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა სტუდენტების ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო.