ევროპის უნივერსიტეტის TOEFL® iBT® ტესტირების ცენტრში TOEFL iBT®-ის ჩასაბარებლად რეგისტრაცია იწყება !

ევროპის უნივერსიტეტის TOEFL® iBT® ტესტირების ცენტრში TOEFL® iBT®-ის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ETS ვებ გვერდის საშუალებით. ევროპის უნივერსიტეტში TOEFL iBT®-ის ჩასაბარებლად დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა აირჩიონ ევროპის უნივერსიტეტი (ID - STN20389A).

TOEFL iBT® ტესტირების გავლა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ თარიღებსა და დროს:

  • 2022 წლის 5 ოქტომბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2022 წლის 2 ნოემბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2022 წლის 7 დეკემბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 21 იანვარი (დაწყების დრო: 10:00)
  • 2023 წლის 26 თებერვალი (დაწყების დრო: 10:00)
  • 2023 წლის 22 მარტი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 26 აპრილი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 31 მაისი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 28 ივნისი (დაწყების დრო: 10:00)

ევროპის უნივერსიტეტში ტესტირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს - როგორ დავრეგისტრირდე TOEFL iBT®  გამოცდაზე

გამოცდის წარმართვის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი 76, თბილისი, საქართველო, 0141

შეგახსენებთ, რომ TOEFL iBT® ტესტი მოიცავს აკადემიური ინგლისური ენის ოთხივე კომპონენტს - კითხვას, მოსმენას, საუბარს და წერას. TOEFL iBT® არის მაღალი სტანდარტების ტესტი, რომელსაც 11,500-ზე მეტი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი აღიარებს 160-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაჩერა არჩევანი  TOEFL®  ტესტზე ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!