"ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული ასისტენტ-პროფესორი 5 თვის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

"ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ნათია ქარუმიძე  ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების პროგრამის ფარგლებში 5 თვის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 

პროგრამა მიზნად ისახავდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სასწავლო პროცესში მონაწილე პროფესორების მიერ  ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთათვის კურიკულუმის/სილაბუსის განვითარების გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო პროცესში მის დანერგვას, მიკრობიოლოგიის სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების განხილვას. 

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის 2021-22 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში მიკრობიოლოგიის სასწავლო კურსზე დასწრების გარდა, ნათია ქარუმიძე ასევე  მონაწილეობდა  ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის  მიმდინარე კვლევებში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!