"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლები მალაგას უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

2022 წლის 6-10 ივნისს, "ევროპის უნივერსიტეტის" უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩახვაძე და ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი ნათია ჯოჯუა ევროკავშირის Erasmus + პროგრამის ფარგლებში მალაგას უნივერსიტეტში (ესპანეთი) იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ მალაგას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ფაკულტეტის მატერიალურ - ტექნიკური ბაზები, გასცნობოდნენ მალაგას უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების თვალსაზრისით.
 

გააზიარე გვერდი: