თათია დოლიძის მოხსენება კორკუტ ატას საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონფერენციაზე

2022 წლის 29 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი თათია დოლიძე, კორკუტ ატას საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.

ღონისძიებას ოსმანიეს კორკუტ ატას უნივერსიტეტი (ოსმანიე, თურქეთი) და იკსადის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტი (ანკარა, თურქეთი) მასპინძლობდნენ.

თათია დოლიძემ საერთაშორისო სამეცინიერო კვლევით კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი, რომელიც გრენლადიის მიერ ევროგაერთიანების დატოვების გადაწყვეტილების კონსტრუქტივისტულ ანალიზს გვთავაზობს, სამთავრობო და საზოგადოებრივ დონეზე.  

ნაშრომმა აკადემიური წრეების დიდი ინტერესი გამოიწვია და აბსტრაქტების საკონფერენციო კრებულში დაიბეჭდა.

გააზიარე გვერდი: