"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას აშშ-ის სასამართლოში გაივლიან

"ევროპის უნივერსიტეტს" და აშშ-ის მაიამის სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის სპეციალობის დამამათავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტები
მაიამის სასამართლოში ერთთვიან პრაქტიკულ კურსს გაივლიან.

მაიამის მოსამართლეს მარკ სპეისერს "ევროპის უნივერსიტეტში" სხვადასხვა დროს პროფესიული სასწავლო კურსები აქვს ჩატარებული, მათ შორისაა: სიკვდილით დასჯა
აშშ-ში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, აშშ-ის კონსტიტუცია და ა.შ.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2017 წლის დეკემბერში, "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა ნათია როსტომაშვილმა "ევროპის უნივერსიტეტის" დაფინანსებით, მაიამის სასამართლოში, ერთთვიანი პრაქტიკა გაიარა.

"როდესაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლო პროცესზე, მოსამართლის გვერდით თანაშემწის ადგილს ირგებ და საქმის განხილვის სრულფასოვანი თანამონაწილე ხდები, შემდეგ კი აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი იმიტირებული არ არის,
ადვილად იჯერებ, რომ ოცნებები ხდება", - აცხადებს "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ნათია როსტომაშვილი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!