"ევროპის უნივერსიტეტსა" და სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და  სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტს (თურქეთი)  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება მხარეებს შორის ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ექსტრაკურიკულარული აქტივობების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯი გადადგმულია და მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორი სტუდენტი სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტის 2022 წლის საზაფხულო სკოლას დაესწრება.  

სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტია დინამიური და სწრაფად მზარდი განვითარების ტენდენციით. 

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის აიდინ უნივერსიტეტში განთავსებულია თურქეთის უდიდესი ტექნოცენტრი, რომელიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მეცნიერულ კვლევებზე უმაღლესი ტექნოლოგიებით მუშაობის  შესაძლებლობას სთავაზობს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!