"გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ.

"გრიგორ თ. პოპა“ მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორები ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ონლაინ ლექციათა სერიას გაუძღვნენ.

ონლაინ ლექციების თემატიკა გახლდათ "ზოგიერთი მიკრონუტრიენტის მზარდი როლი პათოლოგიის განვითარებაში"; "თანამედროვე შეხედულება კბილთა რკალის ფუნქციებზე" და "ფურკაციისჩართულობა - დიაგნოსტიკა და მკურნალობა". აღსანიშნავია, რომ ამავე ფორმატში სექტემბრისთვის დამატებით სამი ონლაინ ლექციის გამართვა იგეგმება.

ლექციების სერიაზე მედიცინის ფაკულტეტის 336 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დარეგისტრირდა. მონაწილეებმა წარმატებით გაიზიარეს ამ სფეროში არსებული პრაქტიკა და ცოდნა.

ლექციათა სერიის დასრულების შემდეგ ლექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვნდნენ, ხოლო მონაწილეებს დასწრების სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი: