ევროპის უნივერსიტეტმა ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობით გამართა საერთო ონლაინ ვებინარი სტომატოლოგიაში

7 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტმა ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობით გამართა საერთო ონლაინ ვებინარი სტომატოლოგიაში.

ევროპისა და ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტების პროფესორებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ლაზერის გამოყენება პაროდონტოლოგიაში და ფოტოგრაფირება სტომატოლოგიაში.

აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგიისა და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამების ჯამში 114 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი დარეგისტრირდა, რომელთა უმრავლესობა მის მსვლელობაში აქტიურად ჩაერთო.

ვებინარის დასრულების შემდგომ მომხსენებლები მადლობის სიგელით, ხოლო მონაწილეები დასწრების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!