"ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით მე-8 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით მე-8 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე მოხსენებები სამართლის, ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა წარადგინეს. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ევთანაზია სისხლის სამართალში, აუცილებელი მოგერიების კვალიფიკაციის თავისებურებები, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების კვალიფიკაციის პრობლემური საკითხები, ბავშვის განვითარების ფსიქოლოგიური თავისებურებები, ვებტექნოლოგიების განვითარების ეტაპები და ვებდიზაინის შესრულების ეტაპები.

კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა. თითოეული მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, I, II და III ადგილზე გასულ სტუდენტებს კი სერტიფიკატებთან ერთად სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!