"ევროპის უნივერსიტეტს" სალონური საუბრების ფორმატში დათო ტურაშვილი ესტუმრა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერითა და ლიტერატურული სტუდენტური კლუბის "ლივინგსტონის" ორგანიზებით, სტუდენტური კლუბების სივრცეში დათო ტურაშვილთან ერთად სალონური საუბრები გაიმართა.

მწერალმა ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი წიგნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ბევრი საინტერესო და კულუარულ დეტალი გაამხილა. 

შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და მწერალთან ერთად არაერთი აქტუალური საკითხის შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მხარდაჭერით დათო ტურაშვილის წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

გააზიარე გვერდი:

Hello World!