"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის IFMSA-ის აქტივობების შესახებ შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) აქტივობების შესახებ შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) პრეზიდენტი თინათინ კუჭუხიძე უძღვებოდა.

სტუდენტებს IFMSA-ის პროგრამების, მუდმივმოქმედი და ლოკალური კომიტეტების, ასევე ბოლო წლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. 

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!