"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-12 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით  მე-12 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარმოადგინეს. 

სტუდენტებმა კვლევები "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა. 

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მოკლე დისკუსია და სტუდენტები დამსწრეთა შეკითხვებს პასუხობდნენ.

კონფერენციის ბოლოს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
 
• I ადგილი -  ლიტეშ ნანდკიშორ დაიამა, დიიპალი ბჰოსალე უმეშ
"A Case Report On Sexullay Transmitted Diseases Causing Pelvic Inflammatory Diseases Which Leads To Peritonitis In Young Women’’
ხელმძღვანელი: მედეა დარასელია
 
• II ადგილი - რეეტ აგარუალ, ტანუშრი დადჰიჩ
"A Case Study of a Pregnant Woman with Pre-existing Para-Ovarian Cysts’’
ხელმძღვანელი: ლარისა მელია
 
• III ადგილი  - რიშუ
"Investigations Of Anticoagulation Therapy In Patients With COVID 19’’
ხელმძღვანელი: მაია მანწკავა
 
• საუკეთესო მომხსენებელი: ალიკია ჩიპურუპალი
"Supra-Umbilical Bianchi Approach For Infantile Hypertrophic Pyloric Stenosis- A Case Report’’
ხელმძღვანელი: ზურაბ ძიძავა
 
• საუკეთესო სამეცნიერო პრეზენტაცია: არავინდ გუმმადი
"Mental Health Conditions Among People With HIV/AIDS And It’s Awareness’’
ხელმძღვანელი: ეკა კოხრეიძე

• ყველაზე აქტუალური საკვლევი თემა: საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხ, ხან იამენ
"A CLADISTIC ANALYSIS- Monkey Pox And Small Pox’’
ხელმძღვანელები: მაია ჟამუტაშვილი, ეკა დოლმაზაშვილი, ნინო ბადრიძე

•სპეციალური პრიზი - საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში BIOMED-2023-ის დელეგატი:
ბაბაკ ფოზუნი მოქადამ, ელმირა დაშტიანი
"Innovative Application Of Laser Beams In Dentistry – Review’’
ხელმძღვანელი: მარიკა ზურმუხტაშვილი

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო I, II და III ადგილზე გასულ სტუდენტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცა სიმბოლური პრიზები.

გააზიარე გვერდი:

Hello World!