"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სტუდენტები აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პლაგიატის სახეოებებსა და მისი თავიდან აცილების გზებს გაეცნენ.

სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი პლაგიატის პრევენიის მექანიზმების შესახებ.

მსგავსი ტიპის თემატური შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტში აქტიურად იმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!