"ევროპის უნივერსიტეტის" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული ენჩით მეთიუსი გახდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი დასრულდა.

ტურნირი სამი ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ეტაპზე ერთმანეთს ქართველი სტუდენტები და კლუბების წევრები დაუპირისპირდნენ, მეორე ეტაპზე კი ანალოგიურ ფორმატში ერთმანეთს "ევროპის უნივერსიტეტის" უცხოელი სტუდენტები შეხვდნენ.

ორივე ეტაპის შედეგად გამოვლინდა 4-4 საუკეთესო მოთამაშე და მათ ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ ტურნირის დასკვნით, მე-3 ეტაპზე, 7 ივნისს გამართულ "სუპერ თასზე“ მოსინჯეს.

"ევროპის უნივერსიტეტის" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის ჩემპიონი, ინდოელი სტუდენტი ენჩით მეთიუსი გახდა, მეორე პოზიცია "ევროპის უნივერსიტეტის" ფუტსალის კლუბის წევრმა კახაბერ გოგოხიამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი უკრაინელი სტუდენტი მაჰმუდ ჰუსეინი გავიდა.

გამარჯვებულებს "ევროპის უნივერსიტეტისგან" მედლები და ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე პირველ ადგილზე გასულმა "სითი მოლის" 150-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, მეორეადგილოსანმა 100-ლარიანი, მესამე ადგილოსანმა კი 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი მიიღო.

გააზიარე გვერდი:

Hello World!