სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი სტუდენტებს შეხვდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტური კლუბების სივრცეში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრას ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ბაქრაძე და მენეჯერი ნიკოლოზ ბუთლიაშვილი უძღვებოდნენ.

ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სპეციალურად მათთვის არებული სერვისები გააცნეს, რომელსაც სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 

შეხვედრის ფარგლებში, შეჯამდა გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ცენტრმა მოისმინა სტუდენტების ინიციატივები და  საფუძველი ჩაეყარა ახალი სტუდენტური კლუბების დაარსებას.

შეხვედრაზე "ევროპის უნივერსიტეტის" სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოთქვეს ერთმანეთისთვის საინტერესო საკითხების გაზიარების სურვილი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების ურთიერთანამშრომლობას და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი უნარების სწავლას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!