"ევროპის უნივერსიტეტში" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის მეორე ეტაპი ჩატარდა

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, "ევროპის უნივერსიტეტში" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელშიც ერთმანეთს "ევროპის უნივერსიტეტის" უცხოელი სტუდენტები დაუპირისპირდნენ. 

პირველ ეტაპი ქართულენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებსა და კლუბების წევრებს შორის შედგა.

ჩემპიონატის გათამაშება 1/16 ფინალური ეტაპიდან დაიწყო, ჩატარდა არაერთი საინტერესო და დაძაბული შეხვედრა, გამოვლინდა ოთხი საუკეთესო მონაწილე.

მეორე ეტაპის გამარჯვებული გახდა ანჩით მეთიუსი, მეორე ადგილი დაიკავა მაჰმუდ ჰუსეინმა, მესამე პოზიციაზე გავიდა არშიტ ჩუდჰარი და მეოთხეადგილოსანი გახდა მუჰამედ აბდი.

გამარჯვებულები 7 ივნისს დაგეგმილ „სუპერ თასზე“ იასპარეზებენ და ტურნირის პირველი ეტაპის საუკეთესო ოთხეულს დაუპირისპირდებიან, რომელიც 24 მაისს გამოვლინდა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!