ევროპის უნივერსიტეტისა და აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

დაინტერესებულ პირებს გიწვევთ ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS) შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სამშაბათს, 31 მაისს, 10:00-დან 15:00 საათამდე, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში (ვარდების რევოლუციის მოედანი #6).

მასპინძლებთან ერთად, კონფერენციას გახსნიან მთავრობის და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის ველით ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა, და, რა თქმა უნდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლებს. 

დეტალური დღის წესრიგისთვის, გთხოვთ, დამიკავშირდეთ პირადში.

სამუშაო ენა: ქართული (ქართველი გამომსველებისთვის) და ინგლისური (უცხოელი მონაწილეების შემთხვევაში). Nota Bene: უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ გვერდს www.eu-gs.ge

დასწრების მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 
https://lnkd.in/gKakNyTC

გააზიარე გვერდი:

Hello World!