"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები "საქართველოს ბანკში" დასაქმდებიან

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციულ კამპუსში სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტს“ სტუმრად ეწვია "საქართველოს ბანკის“ ოპერაციული ციკლის სრულყოფის პოზიციების მოზიდვისა და მართვის ჯგუფის უფროსი და პროექტების მართვის კოორდინატორი ქეთევან რევაზიშვილი და ოპერაციული ციკლის სრულყოფის პოზიციების მოზიდვისა და მართვის ჯგუფის ასისტენტი ანა მჭედლიშვილი, რომლებმაც სტუდენტებს „საქართველოს ბანკში“ არსებული სტაჟირების, პრაქტიკისა და დასაქმების პერსპექტივების, აგრეთვე პროფესიული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც  სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები "საქართველოს ბანკში“ დასაქმდებიან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!