"ევროპის უნივერსიტეტში" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, 24 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო.

პირველ ეტაპზე ერთმანეთს ქართულენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები და კლუბების წევრები დაუპირისპირდნენ. მეორე ეტაპზე, ანალოგიური ტურნირი დაგეგმილია ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, პირველი და მეორე ეტაპის ოთხ-ოთხი საუკეთესო მოთამაშე ერთმანეთს "სუპერ თასზე“ დაუპირისპირდება.

გათამაშება 1/8 ფინალური ეტაპიდან დაიწყო, ჩატარდა არაერთი საინტერესო და დაძაბული შეხვედრა.

დღევანდელი ტურნირის გამარჯვებული „ევროპის უნივერსიტეტის“ ფუტსალის კლუბის წევრი კახაბერ გოგოხია გახდა, მეორე ადგილი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა გიგა კიკვიძემ დაიკავა, მესამე პოზიციაზე გავიდა ასევე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გია ბერიძე და მეოთხე ადგილოსანი გახდა ფუტსალის კლუბის წევრი და  ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გივი ყურაშვილი.

ზემოთხსენებული ოთხეული იასპარეზებს 7 ივნისს დაგეგმილ „სუპერ თასზე“, ისინი ტურნირის მეორე ეტაპის საუკეთესო ოთხეულს დაუპირისპირდებიან, რომელიც 31 მაისს გამოვლინდება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!