"საქპატენტის" ორგანიზებით, "ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს "საქპატენტის“ ტუტორები მერაბ კუცია ("საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი) და ირაკლი კასრაძე („საქპატენტის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) უძღვებოდნენ. 

ონლაინ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების სამართლის, ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა.

ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ ტრენინგზე - "ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პატენტის მნიშვნელობის, მისი გაცემისა და განსაკუთრებული უფლებების შესახებ, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მნიშვნელობის, უფლებების ფლობის, გადაცემის, მისი მართვის თავისებურებების და უფლებების აღსრულების მიმართულებით.  ამასთანავე, გაეცნენ  რეგისტრაციის პროცედურებს, ქონებრივი საავტორო უფლებების შეზღუდვების და გამონაკლისების პირობებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!